„ნარკოტიკული და ფსიქოტროპული წამლები: ეროვნულ ოპიოიდებზე კონტროლის პოლიტიკა: მითითებები შეფასებისათვის” დოკუმენტის შესწორებული გამოცემა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ჟენევა, 2000წ - (Ensuring Balance in National Policies on Controlled Substances: Guidance for Availability and Accessibility of Controlled Medicines)
(2011; 111 pages) [Armenian] [Bulgarian] [English] [French] [Greek] [Hungarian] [Khmer] [Polish] [Russian] [Serbian] [Slovak] [Slovenian] [Spanish] [Turkish]

Abstract

„ეროვნულ პოლიტიკაში კონტროლირებად წამლებზე ბალანსის უზრუნველყოფა “ იძლევა მითითებებს წამლის კონტროლის პოლიტიკის, კანონმდებლობის, მომარაგებისა და მისაწვდომობის შესახებ, რომელიც ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო შეთანხმების თანახმად რეგულირებული ნივთიერებისაგან არის დამზადებული და წინამდებარე დოკუმენტში მოხსენიებულია როგორც „კონტროლირებადი მედიკამენტები“. ამაში შედის „ყველა კონტროლირებადი მედიკამენტი”, მაგრამ ყურადღება გამახვილებულია აუცილებელ მედიკამენტებზე. კონტროლირებული მედიკამენტებს აქვს მნიშვნელოვანი როლი მედიცინის ზოგიერთ სფეროში, როგორიცაა ტკივილის თერაპია, ოპიოიდზე დამოკიდებულების საწინააღმდეგო მკურნალობა, აგრეთვე გინეკოლოგიური, ფსიქიატრიული და ნევროლოგიური გადაუდებელი პრობლემების მოგვარება. კონტროლირებადი მედიკამენტებით მომარაგება და მათზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანი საკითხია ყველა ქვეყნისათვის, მაგრამ გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული მათ უმრავლესობაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხელს უწყობს მთავრობებს, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს, რომლებიც ცდილობენ შეიმუშაონ ისეთი პოლიტიკა, რომ შესაძლებელი გახდეს საზოგადოების ჯანდაცვის საკითხში მაქსიმალურად სასარგებლო შედეგების მიღწევა და მედიკამენტების ჯეროვნად გაკონტროლება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საზოგადოების ჯანდაცვის სისტემა საუკეთესოდ მუშაობს (ან „დაბალანსებულია”), როცა ოპტიმალურადაა გათვლილი რაციონალური მაქსიმალური ხელმისაწვდომობა სამედიცინო მოხმარებისთვის და ნარკოტიკის ბოროტად გამოყენების მინიმუმამდე დაყვანა. პოლიტიკოსებმა, აკადემიამ, საზოგადოებამ და სხვა პირებმა, რომელთა მუშაობის სფერო ან ინტერესი არის ნარკოტიკების კონტროლი ან საზოგადოების ჯანდაცვა, შეუძლიათ პოტენციურად იმუშაონ ამ საკითხზე, კონტროლირებადი მედიკამენტების უკეთესი გამოყენების უზრუნველყოფისთვის, რათა უფრო მეტმა პაციენტმა ისარგებლოს მათ მიერ შემოთავაზებული რაციონალური გამოყენებით. ყველა ქვეყანას აქვს ორმაგი ვალდებულება ამ მედიკამენტებთან დაკავშირებით, რაც ემყარება იურიდიულ, პოლიტიკურ, საზოგადო, საზოგადოების ჯანდაცვასა და მორალურ საკითხებს. ეს ორმაგი ვალდებულება უზრუნველყოფს წამლების ხელმისაწვდომობას სამედიცინო დანიშნულებით და მიმართულია მოსახლების დასაცავად ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებისა და მათზე დამოკიდებულების წინააღმდეგ. ამ ქვეყენების მიზანს უნდა წარმოადგენდეს პოლიტიკა, რომელიც საბოლოოდ მიაღწევს ორივე მიზანს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს უნდა იყოს „დაბალანსებულ პოლიტიკა”.

ამ მოვალეობის შესრულების ძირითადი იურიდიული საფუძველი შეიძლება დაეყრდნოს ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო შეთანხმებას. იურიდიული პრინციპები, რომლებიც ითვალისწინებს ნაციონალურ პასუხისმგებლობას პრეპარატების სამედიცინო დანიშნულებით გამოყენებასთან მიმართებაში, ასევე ასახულია რამდენიმე იურიდიულ დოკუმენტში გულმოდგინედ დამუშავებულ ჯანდაცვის საერთაშორისო უფლებაში. პოლიტიკური ნიადაგი შეიძლება იქნას ნაპოვნი ათასწლეულის განვითარების სხვადასხვა მიზნებში, რომელთა მიღწევა შეუძლებელია მედიკამენტების კონტროლის გარეშე. საზოგადოების ჯანდაცვის პერსპექტივა იძლევა მრავალ საზოგადოებრივ უპირატესობას, ხარჯების შემცირებისა და ინფექციური დაავადებების გავრცელების შემცირების ჩათვლით. ცხადია, მთავრობა მორალურად ვალდებულია დაიცვას ხალხი ტანჯვის ან სიკვდილისგან, როცა არსებობს ამის აცილების შესაძლებლობა.

 
The WHO Essential Medicines and Health Products Information Portal was designed and is maintained by Human Info NGO. Last updated: August 29, 2014